თქვენ უნდა შეგეძლოთ ადვოკატთან შეხვედრა შეზღუდვების გარეშე. ციხის ადმინისტრაცია შეიძლება დააკვირდეს თქვენს ვიზიტს ადვოკატთან მხოლოდ ვიზუალურად, მოსმენის გარეშე, ვიდეო თვალთვალის და ვიზუალური ჩამწერი მოწყობილობების გამოყენებით.
მონიტორინგი
ადამიანის უფლებები იძლევა ადვოკატის ვიზიტების მონიტორინგის უფლებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მხოლოდ იმ ხარისხით, რაც აუცილებელია უსაფრთხოებისთვის. მონიტორინგი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ციხის თანამშრომლებს აქვთ რეალური და დასაბუთებული საფუძველი, იფიქრონ, რომ შეხვედრის დროს ხდება ისეთი უკანონო ქმედებები, როგორიცაა აკრძალული ნივთების მიწოდება. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური წერილობითი გადაწყვეტილება უნდა გამოიცეს.
დასაბუთებული მონიტორინგი
იმისათვის, რომ გაამართლოს თქვენი ადვოკატთან მონიტორინგი, ციხის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს რეალური და დასაბუთებული საფუძველი იმისა, რომ შეხვედრის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უკანონო ქმედებებს. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. თუ თქვენს შეხვედრას ადეკვატური მიზეზის გარეშე აკონტროლებენ, შესაძლოა თქვენი უფლებები დაირღვეს.
რა უფლებები შეიძლება დაიღვეს?
დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა, ადვოკატთან თქვენი შეხვედრების მონიტორინგმა ან მოსმენამ შეიძლება დაარღვიოს თქვენი პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლება.
მაგალითი თუ ადვოკატის წერილი, რომელიც კონსულტაციას გიწევთ ოჯახთან დაკავშირებულ დავაზე, შეიცავს პირად ინფორმაციას, ასეთი წერილის წაკითხვამ შეიძლება დაარღვიოს თქვენი პირადი ცხოვრების უფლება.
ვინაიდან თქვენს ადვოკატთან შეხვედრების შეზღუდვამ, მონიტორინგმა ან მოსმენამ შეიძლება ასევე იმოქმედოს თქვენს სისხლის სამართლის საქმეზე, შესაძლებელია დაირღვეს თქვენი სამართლიანი სასამართლოს უფლებაც. ამიტომ, თუ ადვოკატთან თქვენი საუბარი შეზღუდეს ან მოისმინეს, თქვენ უნდა აღნიშნოთ ეს ფაქტი სასამართლოში წარდგენილ საჩივარში.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, ჯერ უნდა მიმართოთ ციხის ადმინისტრაციას, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი დარღვევები. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.