ციხის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია ციხეში ყოფნისას თქვენს კეთილდღეობაზე, მათ შორის თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
თუ გესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება, ციხის ადმინისტრაციამ, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პროფილის ექიმის მომსახურება.
სამედიცინო მკურნალობა და ადამიანის უფლებები
იმის შესაფასებლად, შეესაბამება თუ არა ციხეში მკურნალობა ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ძირითად საკითხებს:
- გქონდათ თუ არა ექიმთან წვდომა, როცა ეს საჭირო იყო?
- გაკეთდა თუ არა სათანადო გამოკვლევა?
- გმკურნალობდნენ თუ არა ეფექტურად?
ღირებულება
ყველა სამედიცინო დახმარება შესაძლოა არ იყოს უფასო. საქართველოს პატიმრობის კოდექსი ადგენს, თუ რომელი სამედიცინო მომსახურება უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ და რომლის გადახდა მოგიწევთ თავად. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ყოველთვის უნდა იყოს უფასო.
გზამკვლევის შესახებ
გზამკვლევის ეს ნაწილი განმარტავს, თუ რა სამედიცინო დახმარება და მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და როდის შეიძლება მათმა ნაკლებობამ გამოიწვიოს ადამიანის უფლებების დარღვევა.