გარკვეული სახის სამედიცინო დახმარება უნდა მიიღოთ უფასოდ, თუმცა შესაძლოა ზოგიერთი მომსახურება იყოს ფასიანი.

უფასო სამედიცინო დახმარება

ციხეში ყოფნისას უნდა მიიღოთ იმავე ტიპის უფასო სამედიცინო დახმარება, რასაც მიიღებდით, ზოგადად, სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. საქართველოს პატიმრობის კოდექსის მიხედვით, თქვენ გაქვთ უფლება, ისარგებლოთ შემდეგი სახის უფასო სამედიცინო სერვისებით: 

  • ყველა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (მათ შორის გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარება) მიუხედავად იმისა, მკურნალობა ტარდება სამედიცინო დაწესებულებაში ციხის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ
  • ციხის ექიმის მიერ გაწეული ყველა პირველადი სამედიცინო დახმარება (ზოგადი მკურნალობა ციხის ექიმის მიერ, სადაც არ არის საჭირო სპეციალიზებული მკურნალობა)
  • მეორეული სამედიცინო დახმარება ციხის ექიმის მიერ
  • ყველაზე ეფექტური მედიკამენტები, რომლებიც ნებადართულია ციხეებში და დანიშნულია ციხის ექიმის მიერ
  • გადაუდებელი და გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება (მათ შორის: თერაპიული; ამბულატორიული ქირურგია; ორთოპედიული (მოხსნადი პროთეზი); კონსულტაცია პირის ღრუს ჰიგიენისა და ჯანმრთელობის შესახებ)
  • სხვა სპეციფიკური სახელმწიფო ანაზღაურებადი სამედიცინო დახმარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს აუცილებელია და გაცემულია ექიმის დანიშნულებით

ფასიანი მკურნალობის არჩევანი

სახელმწიფო არ არის ვალდებული, დააფინანსოს ყველა სახის სამედიცინო მომსახურება, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით არ იყოს აუცილებელი. ის აფინანსებს მხოლოდ ყველაზე იაფ მკურნალობასა და მედიკამენტებს, რომლებიც ექიმის მიერ არის დანიშნული და ეფექტურია თქვენი მდგომარეობისთვის. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, სასჯელაღსრულების სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, მოიწვიოთ თქვენი პირადი ექიმი საკუთარი ხარჯებით.

მაგალითი თუ ექიმი ამბობს, რომ არსებობს 3 სხვადასხვა ტიპის აბი, რომლის მიღებაც შეგიძლიათ და ისინი თანაბრად ეფექტურია, ციხის ადმინისტრაცია მოგცემთ ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომ მედიკამენტს.

როგორ გავასაჩივროთ

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის გაწეული სამედიცინო დახმარება იყო არასაკმარისი ან შეუსაბამო, ან მოგთხოვეს, გადაიხადოთ სამედიცინო მომსახურებისთვის, რომელიც უნდა მიგეღოთ უფასოდ, უნდა წარადგინოთ საჩივარი. საქართველოს კანონმდებლობა გთავაზობთ საჩივრების განსხვავებულ მექანიზმებს. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 09/11/2023