თუ გაწუხებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის რაიმე სახის პრობლემა, ციხის ადმინისტრაციას მოუწევს მეტი ზრუნვა თქვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

თუ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა ამას მოითხოვს, უნდა მოგეცეთ შესაძლებლობა, მიიღოთ რეგულარული მკურნალობა, მათ შორის კონსულტაცია კვალიფიციურ სპეციალისტებთან  და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები.

წინდახედულობისა და გულისხმიერების პრინციპი

ციხის პერსონალმა და ციხის ექიმმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ ციხეში მყოფი ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობა არ გაუარესდეს. თუ თავს კარგად არ გრძნობთ, უნდა აცნობოთ ექიმს ან ციხის პერსონალს. პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, დააწესოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სუიციდის პრევენციის სტანდარტები.

მკურნალობა თანხმობით გარეშე

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და დაფუძნებული თქვენს ინფორმირებულ თანხმობაზე. ეს ნიშნავს, რომ, როგორც წესი, თქვენ უნდა აგიხსნან, თუ რატომ გჭირდებათ გარკვეული მკურნალობა და რა შედეგები მოჰყვება მას. თუმცა არის გამონაკლისი სიტუაციები, როდესაც თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება მოითხოვდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში დაუყოვნებლივ მოთავსებას.

რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?

არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა

თუ თქვენ გაწუხებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა და არ მიგიღიათ შესაბამისი მკურნალობა, ეს შეიძლება იყოს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. თუმცა ეფექტმა, რომელსაც სამედიცინო მკურნალობის ნაკლებობა ტოვებს თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, უნდა მიაღწიოს სიმძიმის გარკვეულ დონეს.

წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.

სიცოცხლის უფლება

თუ ვინმეს ფსიქიკური მდგომარეობა არ იქნა ადეკვატურად შემჩნეული და რეაგირებული, რამაც გამოიწვია ფატალური შედეგები, ეს შეიძლება ჩაითვალოს სიცოცხლის უფლების დარღვევად. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა სიცოცხლის უფლება.

როგორ გავასაჩივროთ

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ წარადგინოთ საჩივარი. საქართველოს კანონმდებლობა ადგენს საჩივრების განსხვავებულ მექანიზმებს. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 09/11/2023