უსაფრთხოების ზომები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მკაცრად აუცილებელია თქვენი ან სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თქვენი სამედიცინო მკურნალობის დროს.
შედარებით მძიმე სახის უსაფრთხოების ზომები, შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აბსოლუტურად აუცილებელია და მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ეს აუცილებელია. ეს ზომები არ უნდა გზღუდავდეთ იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა თქვენი კონკრეტული სიტუაციისა და მდგომარეობისთვის.
პირობები და მოთხოვნები
არსებობს გარკვეული პირობები და მოთხოვნები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როდესაც ციხის პერსონალი იყენებს ფიზიკური შეზღუდვის ნებისმიერ საშუალებას. ესენია:
- არსებობს თუ არა საფრთხე, რომელიც მოითხოვს უსაფრთხოების სპეციალური ზომების გამოყენებას?
- არსებობს თუ არა სხვა, ნაკლებად მძიმე იძულებითი საშუალებები უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად?
- არის თუ არა უსაფრთხოების სპეციალური ზომები პროპორციული და იწვევს თუ არა ნაკლებ ზიანს სხვა ზომებთან შედარებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას?
- შეესაბამება თუ არა უსაფრთხოების მიზნით გამოყენებული საშუალება სიტუაციას და ადეკვატურია თუ არა იმ პირის მიმართ, ვისთვისაც ის გამოიყენება?
- გამოიყენებოდა თუ არა ღონისძიება მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენადაც საჭირო იყო?
ლიმიტები
უსაფრთხოების ზომები არ უნდა იქნას გამოყენებული თქვენ მიმართ ისე, რომ ხელი შეუშალოს თქვენს სამედიცინო მკურნალობას. ამ ზომებმა არ უნდა დაგამციროთ ან ზედმეტად შეგაწუხოთ.
რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?
არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა
გარკვეულ სიტუაციებში უსაფრთხოების ზომების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი უფლების დარღვევა და გახდეთ არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლი, თუ ისინი გამოიყენებოდა ზედმეტად შეზღუდულად ან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
მაგალითი მშობიარე ქალის მიმართ ხელბორკილის გამოყენება შეიძლება იყოს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.
უსაფრთხოების ზომების ეფექტმა თქვენს ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობაზე უნდა მიაღწიოს სიმძიმის გარკვეულ დონეს. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.
როგორ გავასაჩივროთ
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ იჩივლოთ. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საჩივრის განხილვის სხვადასხვა მექანიზმს. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.