რას მოიცავს სიცოცხლის უფლების დაცვის მოვალეობა და როგორ შევაფასოთ, დაირღვა თუ არა ის?

ყველას აქვს სიცოცხლის უფლება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არამხოლოდ უნდა დაიცვას თქვენი სიცოცხლე ხელყოფისგან, არამედ საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება.

ეს ნიშნავს რომ:

  • სახელმწიფოს მიერ ამ უფლების დარღვევა მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში, ისეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული, როდესაც ის არის აბსოლუტურად აუცილებელი სხვა სიკეთის დასაცავად 
  • იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ორგანოებს აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან შეიძლება იყოს რისკის ქვეშ, ისინი ვალდებულნი არიან, ყველაფერი გააკეთონ მის დასაცავად
  • თუ ვინმეს სიცოცხლე წაართვეს, სახელმწიფო ვალდებულია, ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიება. 

შეიტყვეთ მეტი:

რესურსები

ბოლო განახლებები 09/11/2023