დაწესებულების შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა დაგეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა. ამას დისციპლინური სახდელი ეწოდება.

შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება დაწესდეს მხოლოდ კანონით დაშვებული დისციპლინური სანქციები. კანონში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული სახდელის სახე, რომელიც შეიძლება დაწესდეს კონკრეტული დარღვევისთვის. საქართველოში არსებობს დისციპლინური სახდელის რამდენიმე სახე - გაფრთხილებიდან დაწყებული, დროებით სამარტოო საკანში მოთავსებით დამთავრებული.

დისციპლინური სამართალწარმოებისა და სანქციების წესი დადგენილია საქართველოს პატიმრობის კოდექსით.

წერილობითი გადაწყვეტილება

საქართველოს კანონმდებლობით, დაწესებულების დირექტორს ან უფლებამოსილ სხვა პირს შეუძლია წერილობითი გადაწყვეტილებით დააკისროს დისციპლინური სახდელი. წერილობითი გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დარღვევის სრულ აღწერას, განმარტებებს და მიზეზებს, რის გამოც გამოიყენეს კონკრეტული დისციპლინური სახდელი.

როდესაც ციხის უფროსი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მან უნდა მოისმინოს თქვენი აზრი და ახსნა-განმარტებები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პოტენციური სასჯელი არის სამარტოო საკანში მოთავსება. გაითვალისწინეთ, რომ მოსმენის უფლება ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა, მაგრამ ეს არ ავალდებულებს გადაწყვეტილების მიმღებ პირს, დაეთანხმოს თქვენს აზრს. თქვენ ასევე გაქვთ ადვოკატის ყოლის უფლება.

გასაჩივრება

დაწესებულების დირექტორის განკარგულება შეგიძლიათ სასამართლოში გაასაჩივროთ, გადმოცემიდან 10 დღის ვადაში.

გასაჩივრების პროცედურა გათვალისწინებულია პატიმრობის კოდექსით.

]რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?

პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება

გამოყენებული სახდელის სახეობიდან გამომდინარე, დისციპლინური პროცედურის სერიოზულმა დარღვევამ შეიძლება დაარღვიოს თქვენი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.

მაგალითი თუ დისციპლინური სახდელის დაკისრებით უკანონოდ ხელი შეგეშალათ ოჯახის წევრებთან შეხვედრაში და ასეთი გადაწყვეტილება წერილობით არ იქნა გამოტანილი, შეიძლება დაირღვეს თქვენი ოჯახური ცხოვრების უფლება.

სამართლიანი სასამართლოს უფლება

თქვენი მოთავსება სამარტოო საკანში თავისი მნიშვნელობით და სიმძიმით გათანაბრებულია თავისუფლების აღკვეთასთან. ამიტომ, თქვენ გაქვთ უფლება ისარგებლოთ  სამართლიანი სასამართლოს უფლებით დისციპლინური წარმოებისას. 

მაგალითი თუ მოთავსებული ხართ სამარტოო საკანში 15 დღით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი აზრის გამოხატვის შესაძლებლობის გარეშე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. 

წაიკითხეთ მეტი სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 09/11/2023