დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისთვის შეიძლება დაგეკისროთ მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სანქციები. კანონში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული კონკრეტული სანქცია, რომელიც შეიძლება დაწესდეს კონკრეტული დარღვევისთვის.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის რამდენიმე სახეობა. მათგან ყველაზე მძიმე სამარტოო საკანში მოთავსებაა.