თქვენს მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სახდელი. კანონში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული კონკრეტული სახდელის სახე, რომელიც შეიძლება დაწესდეს კონკრეტული დარღვევისთვის.
საქართველოს პატიმრობის კოდექსის მიხედვით, არსებობს რამდენიმე სახის დისციპლინური სახდელი, როგორიცაა გაფრთხილება, მორიგი ვიზიტის ან სატელეფონო ზარის განხორციელების ან პირადი რადიოს ან ტელევიზიის გამოყენების აკრძალვა 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და ა.შ. ყველაზე მკაცრი სახდელი არის სამარტოო საკანში მოთავსება. წაიკითხეთ მეტი სამარტოო საკანში მოთავსების პირობების შესახებ.
აკრძალული სანქციები
გარკვეული ზომები არასოდეს უნდა იქნას გამოყენებული სასჯელის ფორმად. ესენია:
- ფიზიკური დასჯა
- ფიზიკური შეზღუდვები
- საკვების ნაკლებობა
- ზედმეტად ხანგრძლივი სამარტოო საკანი
- არაადეკვატური საცხოვრებელი პირობების მქონე საკანში მოთავსება
რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?
არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა
ისეთი დისციპლინური სახდელის არასათანადო გამოყენებამ, როგორიცაა სამარტოო პატიმრობა, შეიძლება გამოიწვიოს თქვენი არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა. წაიკითხეთ მეტი სამარტოო საკანში მოთავსების პირობების შესახებ.
პირადი და ოჯახური ცხოვრება
ისეთი დისციპლინური ზომების უკანონო გამოყენებამ, როგორიცაა მიმოწერისა და ვიზიტების აკრძალვა, შესაძლოა ასევე დაარღვიოს თქვენი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.
მაგალითი თუ თქვენ გეკრძალებათ თქვენი შვილის ნახვა რამდენიმე თვით ან გეზღუდებათ ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, ეს, დიდი ალბათობით, დაარღვევს თქვენს უფლებას ოჯახურ ცხოვრებაზე.
როგორ იჩივლოთ
თუ თვლით, რომ ციხის უფროსმა გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის უკანონო ზომა, თქვენ მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ განკარგულების გამოტანიდან 10 დღის ვადაში უნდა მიმართოთ სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის დისციპლინური პროცედურის შესახებ წაიკითხეთ შემდეგ ნაწილში.
წაიკითხეთ მეტი: