როდესაც თქვენ მიმართ გამოიყენება უსაფრთხოების ისეთი ზომები, როგორიცაა ჩხრეკა, ფიზიკური შეზღუდვა და სხვა, დაცული უნდა იყოს თქვენი უფლებები.
ციხეში წესრიგის უზრუნველსაყოფად ციხის პერსონალს შეუძლიათ გაატარონ უსაფრთხოების გარკვეული ზომები. მაგალითად, მათ შეუძლიათ თქვენი სხეულის გაჩხრეკა, ფიზიკური შეზღუდვის ან ძალის გამოყენება. ეს ზომები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამის საფუძვლიანი მიზეზები. ძალის ან შეზღუდვის გამოყენება არ უნდა მოხდეს საჭიროზე მეტ ხანს.
თუ უსაფრთხოების ზომების შედეგად დაზიანდებით, აუცილებლად უნდა გქონდეთ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება.
წაიკითხეთ მეტი უსაფრთხოების კონკრეტული ზომების შესახებ: