თქვენ წინააღმდეგ ხელბორკილები და შეკავების სხვა მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სხვა პირების ან საკუთარი თავის უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველსაყოფად.

ციხის თანამშრომლებს შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ კანონით განსაზღვრული პირობებით პირდაპირ დაშვებული ზომები. საქართველოში ეს პირობები გვხვდება საქართველოს პატიმრობის კოდექსში.

აკრძალული შეზღუდვის საშუალებები

დამამცირებელი ან ზედმეტად მტკივნეული შეკავების საშუალებები, როგორიცაა მძიმე ჯაჭვები, არასოდეს უნდა იქნას გამოყენებული. დაუშვებელია ფიზიკური შეზღუდვის, როგორც დასჯის საშუალების გამოყენება.

პირობები

არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როდესაც ციხის პერსონალი იყენებს ფიზიკური შეზღუდვის ნებისმიერ საშუალებას. ესენია:

  • არის თუ არა რაიმე საფრთხე, რაც მოითხოვს უსაფრთხოების სპეციალური ზომების გამოყენებას?
  • არსებობს თუ არა სხვა, ნაკლებად იძულებითი საშუალებები უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად?
  • არის თუ არა შეკავების მეთოდი ან უსაფრთხოების სხვა ღონისძიება შესაბამისი და პროპორციული სიტუაციისა და მონაწილე პირისთვის?
  • გამოიყენებოდა თუ არა ღონისძიება მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იყო?

რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?

არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა

თუ ამ წესების საპირისპიროდ თქვენ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება უსაფრთხოების სპეციალური ზომები ან შეზღუდვები, ამან შეიძლება გამოიწვიოს არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან ყველაზე მძიმე შემთხვევებში, წამებაც კი. თუმცა თქვენი უფლებების დარღვევისთვის, ამ ზომების თქვენს ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობაზე გავლენამ უნდა მიაღწიოს სიმძიმის გარკვეულ დონეს.

მაგალითი თუ ერთხელ ციხის სხვა ადგილისკენ მიმავალ გზაზე  ხელბორკილები 20 წუთის განმავლობაში გაგიკეთეს, სავარაუდოდ, ეს არ დაარღვევს თქვენს უფლებებს. თუმცა, თუ ციხის შიგნით საკნიდან გასვლისას სისტემატურად გთხოვენ ხელბორკილების ტარებას, ეს დიდი ალბათობით დაარღვევს თქვენს უფლებებს.

წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.

როგორ იჩივლოთ

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, მიმართეთ დაწესებულების დირექტორს ან პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს. გარდა ამისა,  თქვენი უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში, ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 09/11/2023