თქვენ გაქვთ უფლება, ციხეში იყოთ უსაფრთხოდ. ეს ნიშნავს, რომ ციხის ადმინისტრაცია უნდა დარწმუნდეს, რომ სხვა პატიმრები არ შეგაწუხებენ, თავს არ დაგესხმებიან ან არ მოგაყენებენ რაიმე ზიანს. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ რაიმე საფრთხე გემუქრებათ, თქვენი მოვალეობაა, გააფრთხილოთ ციხის პერსონალი.
კონფლიქტების პრევენცია
ციხის თანამშრომლები არ არიან ვალდებულები, მუდმივად გაკონტროლონ თქვენ და თქვენი გარემო, თუმცა მათ წინასწარ უნდა განსაზღვრონ ის საფრთხეები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მოსალოდნელია და თავიდან აიცილონ შესაძლო კონფლიქტები, სანამ ისინი წარმოიქმნება.
მაგალითი თუ საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობთ დანაშაულის გახსნის მიზნით, ამის გამო შეიძლება ციხეში საფრთხე დაგემუქროთ. ციხის ადმინისტრაციამ უნდა განჭვრიტოს ეს საფრთხეები და უზრუნველყოს თქვენი უსაფრთხოება.
კონფლიქტის ნიშნები
ციხის პერსონალი ასევე უნდა ჩაერიოს კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში და თავიდან აიცილოს მსგავსი კონფლიქტები მომავალში. ციხის პერსონალმა და ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ პრობლემების ნიშნებს. მათ უნდა გაითვალისწინონ შესაძლო კონფლიქტი და იმოქმედონ მანამ, სანამ რაიმე სახის ზიანს მიიღებთ.
მაგალითი თუ ციხის თანამშრომლებმა იციან, რომ რამდენჯერმე მიიღეთ მუქარა ან ხედავენ სისხლჩაქცევებს თქვენს სხეულზე და არაფერს აკეთებენ თქვენს დასაცავად, ამან შეიძლება დაარღვიოს თქვენი უფლებები.
შესაძლო კონფლიქტებისგან დასაცავად ციხის ადმინისტრაციამ არ უნდა მოგათავსოთ ერთსა და იმავე საკანში ან დაგაკავშიროთ პატიმრებთან, რომლებიც შესაძლოა თავს დაგესხან ან შეგავიწროონ. წაიკითხეთ მეტი საკანში განთავსების შესახებ.
თქვენი მოვალეობები
გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის აშკარა არ არის პატიმრებს შორის კონფლიქტის წარმოშობის წინაპირობები. ამიტომ თქვენ ყოველთვის უნდა აცნობოთ ციხის პერსონალს ან ადმინისტრაციას, თუ გაქვთ საფუძველი, იფიქროთ, რომ ვინმემ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. თუ თქვენ თვითონ არ აღკვეთეთ კონფლიქტი ციხის პერსონალის ან ადმინისტრაციის გაფრთხილებით, მომხდარი ფაქტის შემდეგ უკვე ვეღარ შეძლებთ განაცხადოთ, რომ ციხის თანამშრომლებმა ან ადმინისტრაციამ ვერ დაგიცვეს.
რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?
არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა
თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებამ შეიძლება გამოიწვიოს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.
წაიკითხეთ მეტი არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის შემთხვევების გამოძიების მოვალეობის შესახებ.
სიცოცხლის უფლება
ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სიცოცხლის უფლების ხელყოფას. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა სიცოცხლის უფლება.
როგორ იჩივლოთ
თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ წარადგინოთ საჩივარი. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.
წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაასაჩივროთ თუ ფიქრობთ, რომ სხვა პატიმარმა ჩაიდინა დანაშაული თქვენ მიმართ.