სასჯელის მოხდის პერიოდში უნდა შეგეძლოთ კონტაქტების დამყარება და შენარჩუნება გარესამყაროსთან. უნდა გქონდეთ შესაძლებლობა იმუშაოთ, მონაწილეობა მიიღოთ საგანმანათლებლო და  სხვადასხვა აქტივობაში. როგორც წესი, სასჯელის მოხდის პერიოდს მსჯავრდებული უმეტესწილად ერთ დაწესებულებაში გადის. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა მისი გადაყვანა სხვა საკანში ან სხვა დაწესებულებაში. 

გადაყვანის  მიზეზები

გადაყვანა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისე ადმინისტრაციული მიზეზების გამო, რაც დაკავშირებულია ციხის სისტემასთან ან თქვენი სასჯელის აღსრულების რეჟიმის ცვლილებასთან. თუმცა გადაყვანა უნდა მოხდე მხოლოდ საფუძვლიანი მიზეზებით და არა იმ ინტენსივობით, რომელიც ხელს შეუშლის გარემოსთან თქვენს ადაპტირებას და იქ მყოფ საზოგადოებასთან ინტეგრაციას.  

ხშირად გადაყვანა სხვა ციხეში ან საკანში შეიძლება საჭირო და გამართლებული იყოს ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად:

  • დაგიცვან ციხის  სხვა პატიმრებისგან
  • დაიცვან ციხის სხვა პატიმრები თქვენგან
  • უზრუნველყონ, რომ არ დაირღვეს ციხის უსაფრთხოების წესები
  • ციხის გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად

რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?

არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა

თუ თქვენ გადაგიყვანენ ციხის ერთი საკნიდან მეორეში ან ერთი ციხიდან მეორეში ბევრჯერ და მოკლე დროში, რეალური საჭიროებისა და შეფასების გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ახალ გარემოში ადაპტაციის სტრესი და დაგაყენოთ ახალი საფრთხის წინაშე, განსაკუთრებით, თუ თქვენ მიეკუთვნებით დაუცველ პატიმართა ჯგუფს. აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის საფუძველი. თუმცა, იმისთვის რომ ასეთი მდგომარეობა არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობად შეფასდეს, მან სიმძიმის გარკვეულ მინიმალურ დონეს უნდა მიაღწიოს. 

წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.

პირადი ცხოვრების უფლება

ხშირმა და უსაფუძვლო გადაადგილებამ ერთი დაწესებულებიდან მეორეში შეიძლება დაარღვიოს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმი და ნეგატიური გავლენა ჰქონდეს თქვენი პირადი ცხოვრების უფლებაზე. 

როგორ იჩივლოთ

თუ თვლით, რომ თქვენი გადაყვანა სხვა დაწესებულებაში უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ ხდება, ან უსაფუძვლოდ ჭიანურდება თქვენი მოთხოვნა გადაყვანის შესახებ, შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს.

რესურსები

ბოლო განახლებები 09/11/2023