სამუშაო, რელიგია და ყოველდღიური აქტივობები

სანამ ციხეში იმყოფებით, უნდა მოგეცეთ საშუალება, რაც შეიძლება ნორმალურად წარმართოთ თქვენი ცხოვრება. ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველდღიური აქტივობები, მათ შორის თქვენი რელიგიის პრაქტიკის, სწავლის, მუშაობისა და ვარჯიშის შესაძლებლობა.

ძირითადი აქტივობები

თქვენ გარანტირებული უნდა გქონდეთ ისეთი ძირითადი აქტივობები, როგორიცაა ყოველდღიური გარე ვარჯიში ან აუცილებელი რელიგიური რიტუალების აღსრულება. სხვა აქტივობების უზრუნველყოფა კი დამოკიდებული იქნება რესურსებსა და ციხეში თქვენს რეჟიმზე.

ყოველდღიური საქმიანობა და ადამიანის უფლებები

ყოველდღიური აქტივობების ნაკლებობამ, სხვა არაადეკვატურ პირობებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ფიზიკური ან გონებრივი გაუარესება და დაარღვიოს არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა. თქვენი რელიგიის აღსრულების შეუძლებლობამ კი შეიძლება დაარღვიოს თქვენი რელიგიის თავისუფლება.

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ეს ნაწილი განმარტავს თქვენს უფლებას განათლებაზე, მუშაობაზე, გარე ვარჯიშზე, აღმსარებლობაზე და ციხეში მათით სარგებლობის შესაძლებლობებზე.

წაიკითხეთ მეტი სხვადასხვა სახის ყოველდღიური აქტივობის შესახებ:

ბოლო განახლებები 09/11/2023