ციხეში ყოფნისას თქვენ გაქვთ უფლება, მიჰყვეთ თქვენს რელიგიას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულოთ თქვენი რელიგიით განსაზღვრული ძირითადი რიტუალები იმდენად რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგცემთ დაწესებულების წყობა და მისი შინაგანაწესი. თუმცა, ამავდროულად, პატივი უნდა სცეთ ციხის წესრიგსა და უსაფრთხოებას.

რელიგიური პრაქტიკა

არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შეგიძლიათ თქვენი რელიგიური რიტუალების აღსრულება ციხეში. ეს შეიძლება იყოს:

  • ლოცვები
  • რელიგიური ლიტერატურისა და საგნების ფლობა
  • სპეციალური დიეტა/კვება ( ვეგეტარიანული დიეტა)
  • შეხვედრები თქვენი რელიგიის წარმომადგენელ სასულიერო პირებთან
  • ციხეში ორგანიზებული რელიგიური მსახურებებზე დასწრება

შენიშვნა გაითვალისწინეთ, რომ ციხის ადმინისტრაცია არ არის ვალდებული, შეასრულოს თქვენი რელიგიის მიერ დაწესებული ისეთი რიტუალები, რომელთა განხორციელებაც შეიძლება რთული იყოს დაწესებულების ფარგლებში. 

მაგალითი თუ თქვენი რელიგია მოითხოვს სპეციალურ კვებას, რომელიც საჭიროებს იშვიათ და ძვირადღირებულ პროდუქტებს ან მომზადების რთულ მეთოდებს, ციხის ადმინისტრაციამ შეიძლება უარი თქვას ასეთი კვების უზრუნველყოფაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც ადგენს ციხეების შინაგანაწესს, შეიცავს წესებს ციხეში რელიგიური რიტუალის აღსრულების შესახებ.

თქვენი მოვალეობები

გაითვალისწინეთ, რომ პატივი უნდა სცეთ სხვა მსჯავრდებულთა რელიგიურ მრწამსს ისევე, როგორც მათ უნდა სცენ პატივი თქვენს რწმენას. თუ ისინი არცერთ რელიგიას მიაკუთვნებენ თავს, თქვენი მხირდან ესეც პატივისცემას მოითხოვს. 

არ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი რელიგიური რწმენა ციხეში თქვენი ვალდებულებების შეუსრულებლობის გასამართლებლად.

მაგალითი დიდი ალბათობით, თქვენ არ მოგცემენ უფლებას, რელიგიური მრწამსი გამოიყენოთ ციხეში ჰიგიენის ნორმების დაუცველობის მიზეზად.

შეზღუდვები

თქვენი რელიგიის აღსრულების თავისუფლება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გზით შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად. ეს ლეგიტიმური ინტერესები შეიძლება იყოს, მაგალითად, ციხეში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, სხვა პატიმართა უფლებების დაცვა და ა.შ. ციხის ადმინისტრაციამ შეიძლება აკრძალოს გარკვეული პრაქტიკა, მაგრამ თქვენი რელიგიის აღსრულების აბსოლუტური აკრძალვა, რა თქმა უნდა, დაარღვევს თქვენს უფლებებს. 

მაგალითი თუ თქვენი რელიგიური რიტუალების აღსრულება მოითხოვს ბასრ საგნებს ან ნივთიერებებს, რომლებიც ციხეში უსაფრთხოების მიზნით არ არის დაშვებული, თქვენი უფლებები არ დაირღვევა, თუ მათ ვერ გამოიყენებთ.

შეზღუდვები არ უნდა იქნას გამოყენებული უკანონო დისკრიმინაციული გზით. ადამიანს არ უნდა აეკრძალოს რელიგიური რიტუალის შესრულება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნაკლებად ცნობილი რელიგიის წარმომადგენელია ან თუ არსებობს გარკვეული ცრურწმენები მის მიმართ საზოგადოებაში.

რა უფლბები შეიძლება დაირღვეს?

რელიგიის თავისუფლება

თუ ციხის ადმინისტრაცია უკანონოდ გიკრძალავთ ან შეუძლებელს ხდის თქვენი რელიგიის აღსრულებას, ამან შეიძლება დაარღვიოს თქვენი რელიგიის თავისუფლება. თქვენი უფლებები, დიდი ალბათობით, დაირღვევა, თუ ციხის პერსონალი ზოგიერთი რელიგიური რიტუალის შესრულებაში ხელს შეგიშლით, რისკების შეფასების გარეშე. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა განგიმარტონ აკრძალვის მიზეზები.

დისკრიმინაციის ან არათანაბარი მოპყრობის აკრძალვა

თუ იმ პირობებში გიკრძალავენ თქვენი რელიგიის აღსრულებას, როცა სხვებს ამის შესაძლებლობა აქვთ, ეს გამოიწვევს უთანასწორო მოპყრობის ან დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევას.

როგორ იჩივლოთ

თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, მიმართეთ დაწესებულების დირექტორს. წაიკითხეთ მეტი, იმის შესახებ თუ როგორ დაიცვათ თქვენი უფლებები.

რესურსები

ბოლო განახლებები 09/11/2023