მაქვს რაიმე ვალდებულება?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ, უფლებებთან ერთად, ვალდებულებებიც გვაქვს. ადამიანის უფლებების სფეროში თქვენი ვალდებულებები შემდეგი ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს: თუ პატივს სცემთ სხვებს, სხვებიც პატივს გცემენ თქვენ.

პატივისცემა სხვების მიმართ

თქვენი პასუხისმგებლობაა, პატივი სცეთ სხვებს - როგორც თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, ასევე, ზოგადად, საზოგადოების სხვა წევრებს. პატივისცემა შეიძლება ნიშნავდეს რამდენიმე რამეს: იყოთ ტოლერანტული, არ მოეპყროთ  უსამართლოდ და დისკრიმინაციულად მათ, ვინც განსხვავებულია, იყოთ კეთილი და ა.შ. 

უფლებების დაბალანსება

როდესაც სარგებლობთ თქვენი უფლებებით, შეეცადეთ, პატივი სცეთ იმ საზღვრებს, სადაც შეიძლება დაირღვეს სხვათა უფლებები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ შეზღუდული ხართ ან რომ თქვენი უფლებები ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეეცადოთ, დააბალანსოთ თქვენი ინტერესები სხვების ინტერესებთან, რათა ყველამ შეძლოს თავისი უფლებებით მშვიდობიანად სარგებლობა.

მაგალითი თუ თქვენ გადაწყვეტთ, გამოთქვათ თქვენი აზრი სოციალურ ან პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით ინტერნეტში, ნუ გამოიყენებთ დამამცირებელ სიტყვებსა და  პირად ბრალდებებს.

თანამშრომლობა

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იჩივლეთ უფლებების დარღვევაზე, ვალდებული ხართ, ითანამშრომლოთ. ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ჩივილის დროს მოგიწევთ ოფიციალური საჩივრის დაწერა ამა თუ იმ ფორმატში. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება დეტალურად ახსნათ ფაქტობრივი გარემოებები. თუ დაწესებულებებს, რომლებიც განიხილავენ თქვენს საჩივარს, სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, თქვენს ინტერესებშია, შეეცადოთ მიაწოდოთ მათ ეს ინფორმაცია.

ბოლო განახლებები 11/11/2023