ადამიანის უფლებები შედგება სხვადასხვა უფლებებისა და თავისუფლებებისგან.
ადამიანის უფლებები შედგება სხვადასხვა უფლებებისა და თავისუფლებებისგან, რომლებიც თემატურად ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები და სოციალურ-ეკონომიკური უფლებები. ადამიანის ყველა უფლება ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთდაკავშირებულია, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი უფლების შეზღუდვამ შესაძლოა იმოქმედოს სხვა უფლებებით სარგებლობაზე.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, პირველ რიგში, იცავს ინდივიდებს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მათ ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევისგან. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ძირითადად, უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ უსაფრთხოდ იცხოვროთ და მონაწილეობა მიიღოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სოციალურ-ეკონომიკური უფლებები
სოციალურ-ეკონომიკური უფლებები გარანტიას იძლევა, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ისეთი პირობები, რომლითაც მას შეეძლება, დააკმაყოფილოს თავისი ძირითადი ეკონომიკური და სოციალური საჭიროებები. სახელმწიფო ვალდებულია, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ეკონომიკური და სოციალური უფლებების სრული რეალიზაციისთვის.
ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა მოითხოვს უამრავ რესურსს, რომელიც შესაძლოა ზოგიერთ სახელმწიფოს არ ჰქონდეს. რესურსების ნაკლებობა ამ სახელმწიფოებს პასიურობისა და გაჭიანურების უფლებას არ აძლევს, რადგან მათ აქვთ ვალდებულება, დაიცვან და უზრუნველყონ ეს უფლებები მაქსიმალურად მაღალი სტანდარტებით, მათი შესაძლებლობების ფარგლებში.
გაეცანით რამდენიმე მნიშვნელოვან უფლებას: