სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების მთავარი გარანტი. თუმცა, თუ ეროვნული დაცვის მექანიზმები არ არის საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად, არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ზედამხედველობენ სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა სფერში მისი ვალდებულებების შესრულებას.
სახელმწიფო და სახალხო დამცველი
სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების მთავარი გარანტი. შესაბამისად, მან უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა. ხელისუფლების ყველა შტო გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა მოქმედებდეს ადამიანის უფლებების ძირითადი სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის ზედამხედველობას, კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კი არის კონსტიტუციური შემოწმების სასამართლო ორგანო, რომელიც ამოწმებს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის და სხვა ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან.
გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემებს საქართველოში იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა.
იხილეთ მეტი სახალხო დამცველის ინსტიტუტის შესახებ.
იხილეთ მეტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ.
იხილეთ მეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ.
ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტები
ხშირად, როდესაც სახელმწიფო პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე, პრობლემის აღმოსაფხვრელად შიდა ეროვნული პროცედურები საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, არსებობს რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა დაცვას სახელმწიფოების მხრიდან. ასეთი ინსტიტუტები შეიძლება იყოს საერთაშორისო სასამართლოები (როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) ან მონიტორინგის ტიპის ინსტიტუტები (როგორიცაა წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი).
წაიკითხეთ, თუ რომელი საერთაშორისო ინსტიტუტებია თქვენთვის ხელმისაწვდომი.
ორგანიზაციები
ადამიანის უფლებებს ასევე აკონტროლებენ და იცავენ ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ადამიანის უფლებების ადვოკატირებაზე სხვადასხვა დონეზე, სთავაზობენ იურიდიულ დახმარებას ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლებს და/ან აწყობენ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. მთელს მსოფლიოში ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არასაკმარისად დაცული ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საბრძოლველად ცვლილებების განხორციელებაში.
წაიკითხეთ ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე საქართველოში არსებული ორგანიზაციების შესახებ.