ჩვენი გზამკვლევი

ადამიანის უფლებების შესახებ

ხელმიწავდომია 11 ქვეყანაში:

ჩვენი რესურსები

როგორ მუშაობს ადამიანის უფლებები ყოველდღიურ სიტუაციებში

ძირითადი მახასიათებლები:

ჩვენი მისია

ყველას აქვს უფლება იცოდეს საკუთარი უფლებები

ადამიანის უფლებათა გზამკვლევი, რომელიც ხელმისაწვდომია თერთმეტ ქვეყანაში, არის პლატფორმა ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობის განათლებისთვის. ის გთავაზობთ რესურსებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ეხმარება მოქალაქეებს, საჯარო სექტორის თანამშრომლებს და სხვა პროფესიონალებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს, გაიგონ რა არის ადამიანის უფლებები და როგორ მუშაობენ ისინი ყოველდღიურ სიტუაციებში.

ადამიანის უფლებათა გზამკვლევი შექმნილია ორგანიზაციების ქსელის მიერ ევროპის მასშტაბით და ეფუძნება მოსაზრებას, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს თავისი უფლებები. ჩვენი მისიაა შევქმნათ ქვეყნისთვის სპეციფიკური, მრავალენოვანი და მოსახერხებელი გზამკვლევი, რათა ხელი შევუწყოთ ადამიანის უფლებების სწავლებას, სამოქალაქო მონაწილეობის წახალისებას და კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის გაძლიერებას.

ჩვენს შესახებ

შემუშავებულია ბალტიისპირეთში ევროპისთვის და მის ფარგლებს გარეთ

ადამიანის უფლებათა გზამკვლევი დაარსდა ლატვიური ორგანიზაცია ბალტიის ადამიანის უფლებათა საზოგადოების მიერ და შეიქმნა ბალტიისპირეთის ინიციატივის სახით. ის პირველად ლატვიაში 2016 წელს დაიწყო, რასაც  2017 წელს მოჰყვა ესტონეთი და ლიეტუვა. ინიციატივის დასაწყებად, 2015 წელს რიგაში მოეწყო პირველი ბალტიისპირეთის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო კონფერენცია, სადაც შეიკრიბნენ მთავრობის, სახელმწიფო ინსტიტუტების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების  და აკადემიის წარმომადგენლები.

ადამიანის უფლებათა გზამკვლევი გახდა ევროპული პლატფორმა და ქსელი, რომელიც ამოქმედდა 2019 წელს ბულგარეთში, 2021 წელს სლოვენიასა და სლოვაკეთში,  2023 წელს საფრანგეთსა და ხორვატიაში. ადამიანის უფლებათა გზამკვლევი კიდევ უფრო გაფართოვდა 2023 წელს უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში.

მხარდამჭერები

ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობის განათლების გაძლიერება

ადამიანის უფლებათა გზამკვლევი დაფინანსებულია ევროკავშირის, Nordplus-ის სკანდინავიურ-ბალტიის ქვეყნების, აქტიური მოქალაქეების ფონდის (EEA და ნორვეგიის გრანტები), ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლატვიის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიერ.

ადამიანის უფლებათა გზამკვლევი მხარდაჭერილია საფრანგეთის სახალხო დამცველის (ომბუდსმენი), საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ეროვნული საკონსულტაციო კომისიის, საფრანგეთის ადვოკატთა ეროვნული საბჭოს, იუნესკოს ლატვიის ეროვნული კომისიის, ლატვიის ომბუდსმენის, ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გზამკვლევს ასევე მხარს უჭერენ ნიდერლანდების საელჩო ლატვიაში, ესტონეთის სოციალური დაცვის სამინისტრო, მოლდოვის ომბუდსმენი და თანასწორობის საბჭო.

„ადამიანის უფლებათა გზამკვლევი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს მათი უფლებების შესახებ მარტივი გზით, პრაქტიკული ყოველდღიური სიტუაციებისა და მაგალითების საშუალებით.“ 

იურის იანსონსი, ლატვიის ომბუდსმენი.