არსებობს მრავალი ორგანიზაცია და ინსტიტუტი, რომლებიც, უშუალოდ თუ ირიბად, მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე და მხარს უჭერს საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ამ ორგანიზაციებისგან მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია ან სხვაგვარი დახმარება.
არასამთავრობო ორგანიზაციები
ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების უმეტესობა არასამეწარმეო იურიდიული პირებია. როგორც წესი, თითოეული მათგანი სპეციალიზებულია საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების დაცვაზე და ამ ჯგუფების უფლებების ადვოკატირებას ახორციელებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს უწევს როგორც უფასო იურიდიულ მომსახურებას, ასევე სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას. ეს ორგანიზაციები ხშირად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, პოლიტიკის ადვოკატირებაში, მონიტორინგსა და კვლევით აქტივობებში.
სახელმწიფო ინსტიტუტები
არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, არსებობს რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვასა და მონიტორინგს. ისინი, ასევე, უფლებამოსილი არიან, განიხილონ კერძო პირთა საჩივრები უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.
ისინი არ უნდა აგვერიოს ოფიციალურ უფლებადამცველ ინსტიტუტებთან, რომელთა ერთადერთი მიზანია დადგინდეს, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები. ერთადერთი გამონაკლისი არის ომბუდსმენი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ თქვენი უფლებები და ასევე ოფიციალურად დაადგინოთ, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას.
გზამკვლევის შესახებ
გზამკვლევი წარმოგიდგენთ ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე რამდენიმე ორგანიზაციას საქართველოში. მასში განმარტებულია, თუ როგორ შეუძლია ამ ორგანიზაციებს დაგეხმაროთ ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებულ შემთხვევებში. ის, ასევე, მოიცავს ზოგად ინფორმაციას ორგანიზაციების საქმიანობისა და მათი საკონტაქტო დეტალების შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გზამკვლევს პერიოდულად დაემატება ახალი ორგანიზაციები.