დაკავება და დაპატიმრება

დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში პირი შეიძლება დააკავონ ან დააპატიმრონ. დაკავება და დაპატიმრება უნდა განხორციელდეს კანონიერად და ადამიანის უფლებების დაცვით.

დაკავება დანაშაულის შესაძლო ჩადენი გამო

საქართველოში დაკავებისა და დაპატიმრების საფუძვლები ახსნილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. დაკავება ან დაპატიმრება შეუძლია მხოლოდ კანონით უფლებამოსილ თანამდებობის პირს. დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებიდან, არაუგვიანეს, 48 საათისა უფლებამოსილმა პირმა უნდა გადმოგცეთ ბრალდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში დადგენილება არ მოგცეს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეთ.

პატიმრობა

სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს შესაძლოა შეუფარდონ პატიმრობა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბრალდებულის  მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების შეგროვებაში მისი ჩარევა ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პატიმრობის საერთო ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს ცხრა თვეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული დაკავება

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით პირის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ სხვა სანქციების ამოწურვის შემთხვევაში. ადმინისტრაციული დაკავების საფუძვლები ახსნილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებისას თქვენ სასამართლოზე უნდა წარგადგინონ პირველივე შესაძლებლობისთანავე, არაუგვიანეს, 24 საათისა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 24 საათით. თუ ამ პერიოდში არ წარდგებით სასამართლოში, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეთ.

დაპატიმრება, დაკავება და ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებები იცავს ადამიანის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. ამიტომ აკრძალულია უკანონო და თვითნებური დაკავება და დაპატიმრება. ეს ნიშნავს, რომ კანონით უფლებამოსილ პირებს უნდა ჰქონდეთ თქვენი დაკავებისა და დაპატიმრების კანონიერი საფუძველი, მათ უნდა დაიცვან მკაფიოდ დადგენილი პროცედურები და არ უნდა მოგექცნენ უპატივცემულოდ. დაკავებისა და დაპატიმრების პროცესების დროს შეიძლება დაირღვეს ადამიანის ისეთი უფლებები, როგორიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, სიცოცხლის უფლება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან წამების აკრძალვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

გზამკვლევის შესახებ

ეს გზამკვლევი აგიხსნით დაკავებისა და დაპატიმრების სამართლებრივ საფუძვლებს, გაგაცნობთ პროცედურას, რომელიც უნდა დაიცვას სახელმწიფომ ასეთ დროს და განმარტავს, რა უფლებები შეიძლება დაირღვეს კონკრეტულ სიტუაციებში.

გაფართოებული ძიება

რესურსები

ბოლო განახლებები 13/11/2023