ოჯახში ძალადობა

ძალადობის ყველა ფორმისგან, იქნება ეს სექსუალური, ემოციური, ფინანსური თუ ფიზიკური, თავისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან. ოჯახში ძალადობის ნებისმიერმა აქტმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის უფლების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან წამების აკრძალვის და პირადი ცხოვრების უფლებების დარღვევა.

ოჯახში ძალადობა არის უკანონო და შეურაცხმყოფელი ქცევა, რომელიც ინდივიდებს შორის ხორციელდება ერთ (საერთო) ოჯახში ან ინტიმურ ურთიერთობაში. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახში ძალადობის ფორმა, ის წარმოადგენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და მაკონტროლებელ ურთიერთობას მოძალადესა და მსხვერპლს შორის. ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა და ვინაიდან ის პროპორციულად უფრო მეტ ქალს ეხება, ვიდრე მამაკაცს, ქალების დისკრიმინაციის ფორმად მიიჩნევა.

ოჯახში ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მოზრდილებზე, ბავშვებზე, ოჯახებზე, ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე, ადგილობრივ თემებზე და უზარმაზარ ზარალს აყენებს ეკონომიკას. ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი მახასიათებელი მისი ლატენტურობაა, რადგან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, ძირითად შემთხვევებში, გაურბიან დახმარების თხოვნას და ძალადობის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას.

გზამკვლევის შესახებ

წინამდებარე გზამკვლევის მიზანია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს მისცეს შესაძლებლობა, გაეცნონ თავიანთ უფლებებს და იმოქმედონ შესაბამისად. გზამკვლევი განმარტავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება. ის ასევე მოიცავს ინფორმაციას მსხვერპლების დახმარების, დაცვის ორდერების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვის და დამნაშავეთა სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 03/11/2023