სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება არ ნიშნავს, რომ კარგავთ თქვენს ფუნდამენტურ უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ან დაპატიმრებული ხართ, თქვენი უფლებების დაცვა სავალდებულოა. ეს სახელმძღვანელო განმარტავს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თქვენს ძირითად უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.
პატიმრობის მიზეზები
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეთ, თუ:
- სასამართლომ გცნოთ დამნაშავედ და მოგისაჯათ თავისუფლების აღკვეთა ან
- სასამართლო პროცესის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებით და ელოდებით თქვენს საქმეზე საბოლოო განაჩენს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი შეიცავს ისეთ დანაშაულებს, რომლებზეც სასჯელად შეიძლება გამოყენებულ იქნას თავისუფლების აღკვეთა.
პატიმრობა და ადამიანის უფლებები
ადამიანის უფლებების კონტექსტში, თავისუფლების აღკვეთად ითვლება პატიმრობა და დაკავების სხვა ფორმები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი დაპატიმრებულია, ის თვისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნისას არ კარგავს თავის უფლებებს. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვთ უფლება, იმყოფებოდეს ღირსეულ პირობებში.
ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაამყაროთ ურთიერთობები, შეინარჩუნოთ კონტაქტი ოჯახთან, იმუშაოთ, ისწავლოთ, კონკრეტულ შემთხვევებში მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, თავი დაცულად იგრძნოთ და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეს ყველაფერი. შესაბამისად, ის პასუხისმგებელია თქვენს საცხოვრებელ პირობებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, უსაფრთხოებაზე და ცხოვრების სხვა ასპექტებზე.
გზამკვლევის შესახებ
ეს გზამკვლევი განმარტავს იმ პირობებს, რომლებშიც უნდა იმყოფებოდნენ პატიმრები: როგორ უნდა იქცეოდეს ციხის პერსონალი, როგორი სამედიცინო სერვისების მიღება შეუძლიათ პატიმრებს, როგორ შეუძლიათ მათ გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. გზამკვლევი ასევე აღწერს სამუშაოს ტიპებს, რელიგიურ და სხვა აქტივობებს, რომლებშიც პატიმრებს შეუძლიათ ჩაერთონ ციხეში ყოფნის დროს და განმარტავს, საჩივრის წარდგენის წესს და პირობებს. წინასწარი პატიმრობის პროცედურების შესახებ თქვენი უფლებების გასაცნობად წაიკითხეთ მეტი განყოფილებაში - „წინასწარი პატიმრობა“.
შეაფასეთ თქვენი ცოდნა
თუ გსურთ სახელმძღვანელოს სასწავლო მიზნებისთვის გამოყენება, გზამკვლევი გთავაზობთ შესაძლებლობას, შეაფასოთ ადამიანის უფლებების დარგში თქვენი ცოდნა. მასში შეტანილია ტესტები, რომლებიც მოიცავს სახელმძღვანელოში განხილულ სხვადასხვა თემას.
წაიკითხეთ მეტი ციხეში თქვენი უფლებების შესახებ: